არქივი | მხედრიონი RSS feed for this section

“შიშისგან თავისუფალი მხოლოდ გიჟია…”

19 დეკ
“შიშისგან თავისუფალი მხოლოდ გიჟია…”
Ambebi.Geდოდო გუგეშაშვილის ლეგენდა აფხაზეთის ომის დროს შეიქმნა. მხედრიონელ ქალბატონზე მაშინაც და ახლაც ბევრ ჭორ-მართალს გაიგონებთ Continue reading

“ბატია”, “სვარშჩიკები” და “შავი მხედრიონი”

1 დეკ

ბარათაშვილის ხიდთან შევესწარი – “მხედრიონელებს” ოცდაათამდე პოლიციელი კედელზე აეყუდებინათ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, – რას ჰქვია, ღამის სამ საათზე მანქანის საბუთების წარდგენა გვთხოვეთო. “მხედრიონელებთან” მივედი და ვუთხარი, – დღეიდან პოლიციელის შეურაცხყოფა აღარ შეიძლება-მეთქი.

წამომეჭიმნენ, – ბიჭო, შენ რა, გვემუქრები? არ დაგავიწყდეს, “მხედრიონელები” ვართო. ამის მთქმელს ისეთი მუშტი ვუთავაზე, ძირს მოწყვეტით დაეცა. მეორემ სცადა მიშველებოდა, მაგრამ მას ჩემმა მძღოლმა დაასწრო. ნაცემები საძმოს მოყვანით დაგვემუქრნენ, – არ შეგარჩენთ, რაც მოგივათ, საკუთარ თავს დააბრალეთო. დილამდე ველოდი “მხედრიონელებს”, მაგრამ არავინ გამოჩენილა.


ერთხელაც პოლიციამ დამნაშავე “მხედრიონელი” დააკავა, რასაც გლდანის საძმოსთან დაპირისპირება მოჰყვა. საძმოს წევრები თავს დაესხნენ გლდანის პოლიციას, შენობა დაარბიეს და იქ გამაგრდნენ. განგაში გამოვაცხადე და შენობაში გამაგრებული “ურჩი მხედრიონელები” უსისხლოდ დავიმორჩილეთ, დამნაშავეები კი დავაკავეთ. გლდანის პოლიციასთან იმდენი პოლიციელი მოვიდა, “მხედრიონელებმა”, რომლებიც შენობას გარს უვლიდნენ, მეორე იერიში და დაკავებულების დახმარება ვეღარ გაბედეს.

ჯაბა იოსელიანმა ვერაფერი მომიხერხა და დახმარებისათვის პარლამენტს მიმართა. საკანონმდებლო ორგანომ პარადოქსული და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, – გლდანის საძმოს აპატია პოლიციის შენობის დარბევა. “მხედრიონსა” და პოლიციას კი შერიგებისკენ მოუწოდა. ამით პარლამენტმა “მხედრიონის” პირისპირ მარტო დამტოვა.

“მხედრიონმა” ისევ გაილაღა… აფხაზეთთან გაჭიანურებულმა ომმა ახალგაზრდობა სულ გადარია. ყველა კბილებამდე შეიარაღებული იყო. ძარცვავდნენ საწყობებს, მაღაზიებს, ბაზრებს, ჯიხურებს, იტაცებდნენ მანქანებს…

სრულად